spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ფრიდი – ცდილობენ, გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ

აშშ-მა ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ გადადგა, ცდილობენ, გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დენიელ ფრიდმა განაცხადა

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მთავრობა უფრო შორს წავიდა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას ახდენს.

“ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია აფრთხილებს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიაზე, მის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზეა დაფუძნებული. ამერიკა არც მაშინ იყო კმაყოფილი, როდესაც 2007 წელს სააკაშვილი ხალხს არასწორად ექცეოდა, ასე რომ ეს პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არაა. მაგრამ როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” მთავრობა უფრო შორს წავიდა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას ახდენს. ბაიდენის ადმინისტრაციამ მორიგი ნაბიჯი გადადგა და დაასახელა საქართველოს მთავრობის ის წევრები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელი არიან.

ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ მათ ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ გადადგეს. ისინი ცდილობენ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ. თუმცა, არ ვიცი, უსმენს თუ არა ამას საქართველოს მთავრობა. ეს იყო ძალიან ფრთხილად გააზრებული ნაბიჯი. ბაიდენის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არ არიან მოტივირებული რაიმე ტიპის ემოციებით, ან ბრაზით, ან რაიმე მსგავსით. ისინი ძალიან მიზანმიმართულად და დაფიქრების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მიუდგნენ ამ საკითხს“, – განაცხადა ფრიდმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქციები შეეხოთ მათ შორის პარლამენტის წევრებს და ბიზნესმენებს. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები