spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ფრიდი – ვერ ვხვდები, რატომ სურს საქართველოს მთავრობას კონფრონტაციაში შესვლა

ე.წ. “რუსული კანონის” შემოღება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ზღუდავს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასა და ამერიკას შორის. უახლოვდებიან რუსეთს, ან უფლებას აძლევენ ჩინეთს, რომ განავრცოს საკუთარი გავლენა აღნიშნულ რეგიონზე, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილმა კოორდინატორმა დენიელ ფრიდმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ქვეყანას მოკავშირისგან აშორებს.

“საქართველოს მთავრობა ოპოზიციური პარტიების რეპრესირებას ცდილობს. ე.წ. “რუსული კანონის” შემოღება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ზღუდავს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასა და ამერიკას შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ურთიერთობა ემყარება და მომავალშიც დაემყარება საერთო დემოკრატიულ პრინციპებს და როდესაც ეს პრინციპები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ურთიერთობებიც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება.

ვერ ვხვდები, რატომ სურს საქართველოს მთავრობას კონფრონტაციაში შესვლა, თუმცა მისი ქმედებები აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო მიჰყავთ მოკავშირისგან მოშორებით და უახლოვდებიან რუსეთს, ან უფლებას აძლევენ ჩინეთს, რომ განავრცოს საკუთარი გავლენა აღნიშნულ რეგიონზე და ეს ძალიან არ მომწონს”, – განაცხადა დენიელ ფრიდმა “ფორმულასთან”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები