როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია, ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი, – განაცხადა პარტია “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში პრემიერი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენისას.
“მიზეზი რა არის ბატონო პრემიერ-მინისტრო? მე ვფიქრობ, ეს არის ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არ მიღება.
აი, თუ იქნება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას და ცილისწამებას აკრძალავს, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება ეს სიაც შემცირდეს და საერთოდ არ იყოს”, – განაცხადა ინჯიამ.