spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ფრონტზე კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

ომში უკრაინელი ჟურნალისტი ანდრეი ტოპჩი დაიღუპა. ის საბრძოლო დავალებას ზაპოროჟიეს ოლქში ასრულებდა.

 

ანდრეი ტოპჩი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე და საბრძოლო მედიკოსი. ის 38 წლის იყო.

 

როგორც უკრაინული მედია წერს, ჟურნალისტი სამშობლოს დასაცავად ჯერ კიდევ 2014 წელს დადგა. მაშინ მიიღო სერჟანტის წოდება.

 

ბოლო მონაცემებით, 2014 წლიდან 2024 წლამდე რუსებმა უკრაინაში მედიის 83 წარმომადგენელი მოკლეს. ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 77 ჟურნალისტი დაიღუპა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები