spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პია კაუმა – გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო

დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მზადაა,  ყველას მოუსმინოს.

“დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში”, – წერს პია კაუმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას საქართველოში ვიზიტი 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები