მინდა, ხაზი გავუსვა პოლარიზებას, რაც ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში არსებობდა. უნდა აღინიშნოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, რაც ზეგავლენას ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პია კაუმამ განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანის უფლება იყოს დაცული.
“მინდა, ხაზი გავუსვა პოლარიზებას, რაც ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში არსებობდა. უნდა აღინიშნოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, რაც ზეგავლენას ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს ხელახლა უნდა შეფასდეს შემდეგ პარლამენტში, რათა დაცული იყოს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა ყველა ხმა თანაბრად ისმოდეს.
რაც შეეხება დემოკრატიას, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ, რომ ყველა მთავრობა იყოს ანგარიშვალდებულიანი, რათა დაცული იყოს ყველას თავისუფლება ” , – განაცხადა პია კაუმამ.