spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“პირდაპირ დარბევაზე გადმოვიდა პოლიცია, ადამიანები მიახეთქეს მანქანებს, დაკავებულია 10-მდე ადამიანი”

ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში გუმათის დასახლებაში, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგები კომპანია "ენკას" ოფისთან არიან შეკრებილები. პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. მიზეზი კი ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან "ენკას" მანქანების არგატარება გახდა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ამასთან, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

"ბიჭები დახვდნენ "ენკას" მანქანებს ხელებაწეული, მშვიდობიანად, არ ვატარებთ მათ ხეობაში, ამის მიუხედავად, პირდაპირ დარბევაზე გადმოვიდა პოლიცია. ადამიანები მიახეთქეს მანქანებს, მით უმეტეს ჩვენთან ერთად არიან ქალები, მაგრამ არ ინდობენ არავის. ცეცხლში, რომელიც დანთებული გვქონდა გათბობის მიზნით, ლამის ჩაცვივდნენ ადამიანები. დაშავებულები ზუსტად არ ვიცით, ვარკვევთ ახლა, დაკავებული კი დაახლოებით 10-მდე ადამიანია. როდემდე აპირებენ არ ვიცი ამ გზებით და ამ ფორმით გააგრძელონ საკუთარ მოქალაქეებთან ბრძოლა", – განაცხადა ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა.

რამდენიმე საათის წინ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს და კომპანია "ენკას" ავტომობილებს სამშენებლო ზონისკენ არ ატარებდნენ.

კომპანია ENKA-ს მიმდებარედ მისული აქტივისტები პოლიციამ გააფრთხილა, რომ ძალის გამოყენებისთვის ემზადებოდა.
 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები