spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პირველი არხი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს პირველი არხი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის მზადყოფნას გამოთქვამს.

 

“შესაბამისად, პირველმა არხმა მიმართა მოსამართლეს, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ვიდეოკამერასთან ერთად, პირდაპირი ჩართვის აპარატიც, ე.წ. ლაივუ შეეტანათ.

 

პირველ არხს დღევანდელი სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე მოსამართლის თანხმობა ჯერ არ მიუღია”, – აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები