spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პირველი დანაკარგი – რა არის ცნობილი F-16-ის ჩამოვარდნის და დაღუპული პილოტის შესახებ

უკრაინამ 26 აგვისტოს რუსეთის ფართომასშტაბიანი საჰაერო თავდასხმის მოგერიებისას F-16 მოიერიშე თვითმფრინავი დაკარგა. დაიღუპა გამოცდილი პილოტი ალექსეი მესი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული მასიური თავდასხმის მოგერიებისას, ერთ-ერთ F-16-თან კომუნიკაცია დაიკარგა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან მტრის მორიგ სამიზნესთან მიახლოება დაიწყო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ F-16 ჩამოვარდა და პილოტი დაიღუპა. შემთხვევის მიზეზების დასადგენად თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია შეიქმნა. კომისია ამ დროისთვის მუშაობს იმ ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განიხილება სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის ე.წ. “მეგობრული ცეცხლი“, ტექნიკური გაუმართაობა და პილოტის შეცდომა, მაგრამ ზუსტი მიზეზები მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება დაღუპულ პილოტს, ცნობილია, რომ მან თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გაანადგურა მტრის სამი ფრთოსანი რაკეტა და ერთი თავდასხმის დრონი.

ალექსეი მესი – დაიბადა 1993 წლის 20 ოქტომბერს. კონტრაქტით მსახურობდა სამხედრო სამსახურში.

2023 წელს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთში, F-16-ზე გადიოდა სწავლებას.

იქამდე ის კიდევ ერთ მფრინავთან ანდრეი პილშჩიკოვთან ერთად, ლობირებდა დასავლური F-16-ების უკრაინისთვის გადაცემას. ორივე მათგანი გაემგზავრა შეერთებულ შტატებში და შეხვდნენ ამერიკელ ჩინოვნიკებს, რათა დაერწმუნებინათ ისინი უკრაინის არმიისთვის F-16-ების გადაცემაზე.

პილშჩიკოვი 2023 წლის 25 აგვისტოს ჟიტომირის რეგიონში ფრენის დროს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. მესმა კი უკრაინას სიცოცხლე ერთი წლის და ერთი დღის შემდეგ შესწირა.

F-16-ზე გადასვლამდე მესი უკრაინული MiG-29-ის ესკადრილიის მეთაური იყო. დღეს, 29 აგვისტოს, დაღუპული მფრინავის გაცილების ცერემონია გაიმართა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ბრძანებით, მას სიკვდილის შემდეგ პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები