spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პირველი Mirage 2000-ები უკვე უკრაინაშია

უკრაინამ პირველი Mirage 2000 მიიღო. ფრანგულმა ავიაგამანადგურებლებმა უკრაინის საჰაერო ძალები უნდა გააძლიერონ.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნიუს განცხადებით, უკრაინელი მფრინავები, რომლებმაც საფრანგეთში რამდენიმეთვიანი მომზადება გაიარეს, ახლა უკრაინის ცის დაცვაში ჩაერთვებიან.

“2024 წლის 6 ივნისს ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა უკრაინაში ფრანგული Mirage 2000-ების მიწოდების შესახებ. პირველი მათგანი უკვე უკრაინაშია”, – წერს მინისტრი.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი არ აკონკრეტებს, რამდენი სამხედრო თვითმფრინავი ჩავიდა უკრაინაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები