spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის  დაზვერვის ასეულის  სიტუაციური  სწავლება დასრულდა.  ოცეულის დონის შეფასებაზე ორიენტირებული  გეგმიური საველე სწავლება  ხუთი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის  საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას. 

 

წვრთნებში მონაწილე პირადი შემადგენლობა დაკისრებულ ამოცანებს სხვადასხვა ლოკაციაზე, მთაგორიან რელიეფზე, დღისა და ღამის პირობებში ასრულებდა. სწავლების განმავლობაში  სადაზვერვო ქვედანაყოფები თვალთვალის ოპერაციებს ახორციელებდნენ და სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებდნენ.  

 

სამხედრო მოსამსახურეების ირითად დავალებებს  რაიონის მარშრუტის რეკოგნოსცირება, საპატრულო ბაზისა და სათვალთვალო საგუშაგოს  მოწყობა, სახიფათო რაიონის გადალახვა, ინფილტრაცია-ექსფილტრაცია, არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახება, კონტაქტზე რეაგირება, სწრაფი ჩასაფრების, გაქცევა-გადარჩენისა და სხვა ოპერაციების  უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

 

წვრთნებში  გამოყენებული იყო სასწავლო  ხელყუმბარები, საკვამლე კოჭები, ფუჭი ვაზნები, მანათობელი პიროტექნიკა და სხვადასხვა ოპტიკური საშუალება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები