spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პირველი თებერვლიდან თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ

პირველი თებერვლიდან დედაქალაქში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

მისი თქმით, 1 თებერვლიდან, ანუ სამგზავრო აბონემენტების ამოქმედების დღიდან თბილისში მხოლოდ ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ.

 

“როდესაც ბარათები გააქტიურდება, ანუ პირველი თებერვლიდან, დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. დღეისთვის ათასივე მიკროავტობუსი ჩამოსულია, 450 უკვე ქსელშია, დანარჩენი 550-ის მომზადება მიმდინარეობს ქსელში გასასვლელად – უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელები. 1 თებერვლამდე ყველა მიკროავტობუსი ქსელში იქნება“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

 

დღეიდან დედაქალაქში სამგზავრო პაკეტების გაყიდვა დაიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები