spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

PISA-ს კვლევაში მონაწილეობასთან დაკავშირებით რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში „PISA 2025“ მონაწილეობასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დირექტორ მაია მიმინოშვილთან ერთად, უმასპინძლა.

ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა რესურსცენტრების ხელმძღვანელებს გაწეული შრომისთვის. როგორც მან აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ზრდა, შესაბამისად, პროცესებში რესურსცენტრების ჩართულობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

“ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების თანახმად, ქართველმა მოსწავლეებმა მკვეთრად გააუმჯობესეს მაჩვენებლები, რაც ზოგადი განათლების საფეხურზე თანმიმდევრული, სწორი პოლიტიკის განხორციელების და ერთობლივი მუშაობის შედეგია.

მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ფლობდნენ სრულფასოვან ინფორმაციას PISA-ს კვლევაში მონაწილეობის შესახებ. სწორედ ამ მიზნით იმართება მსგავსი ხასიათის საინფორმაციო შეხვედრები, რაც ეხმარება განათლების სფეროს წარმომადგენლებს, დაინტერესებულ მხარეებს საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების მიგნებების გაცნობასა და განათლების პოლიტიკის დაგეგმვაში“, – განაცხადა წულაძემ.

შეხვედრის მონაწილეებს მაია მიმინოშვილმა სკოლების მხარდამჭერი ციფრული პლატფორმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და აღნიშნა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი რესურსი ყველა სკოლისთვის.

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის (NCER) ხელმძღვანელმა საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების, განსაკუთრებით კი PISA-ს კვლევის, მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ სასკოლო საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით მსგავსი შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან ყველა საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევას საქართველოში საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER) უძღვება. ცენტრი 2023 წელს დაარსდა და მისი მიზანია საერთაშორისო კვლევებით თუ სახელმწიფო შეფასებებით საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის სისტემური მხარდაჭერა.

PISA საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) ახორციელებს. PISA-ს შედეგების ანალიზი ქვეყნებს სასკოლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები