spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პიტერ სტანო – ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს ეს ნეგატიური მოვლენები

ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების მიმართ დაშინების, მუქარის და ფიზიკური თავდასხმების აქტების შესახებ მზარდი რაოდენობის ცნობების გამო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებაშია აღნიშნული.

 

“ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს ეს ნეგატიური მოვლენები, გულდასმით და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული აქტები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ენის გამოყენებისგან, რომელმაც შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში.

 

ევროკავშირი, ასევე, კვლავ შეშფოთებული რჩება ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს განცხადებებისგან, რომლებიც არაზუსტია და არ შეესაბამება საქართველოს მიერ გაცხადებულ მისწრაფებებს ევროკავშირისადმი და რომლებიც უარყოფითად აისახება საქართველოს ურთიერთობებზე ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან.

 

ევროკავშირი ამჟამად განიხილავს რეაგირების ყველა ვარიანტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებაზე და სხვა ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას.

 

ევროკავშირი განაგრძობს ქართველი ხალხის, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ მათი უმრავლესობის არჩევანის გვერდით დგომას“, – აღნიშნულია პიტერ სტანოს განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები