ევროკავშირის საგარეო სამსახურის სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ “უცხოური გავლენის” კანონის ძალაში შესვლის ფონზე ევროკავშირი საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს.
ესპანურ გამოცემა Europa Press-თან ინტერვიუში პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური “სერიოზულად შეშფოთებული რჩება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით”.
“ჩვენ განვიხილავთ [საქართველოს] მთავრობისადმი ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას”, – განაცხადა პიტერ სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა “ევროპის მშვიდობის მექანიზმის” ფარგლებში უკვე გაყინა სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო.