spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პიტერ სტანო – კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს სრული პოლიტიკური ოპერატიული დამოუკიდებლობა

შეშფოთებული ვართ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, – ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის არჩევნებისა და მათი მონიტორინგის კონტექსტში.

”შეშფოთებული ვართ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნოს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ეკა გიგაური, აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი და თანადამფუძნებლები.

ჩვენ გვესმის, ახლა გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად მხოლოდ ერთი თვეა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის არჩევნებისა და მათი მონიტორინგის კონტექსტში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თავისუფალ და ღია სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მთავრობისადმი, აღადგინოს ხელის შემწყობი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისთვის.

კერძოდ, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს სრული პოლიტიკური ოპერატიული დამოუკიდებლობა, მათ შორის ამ კუთხით ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით”, – განაცხადა პიტერ სტანომ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, “აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განაცხადებით, “ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოცემულია კონკრეტული ფაქტები, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან და ამისთვის კონკრეტული მატერიალური რესურსები, საკმაოდ მოცულობითი ხარჯები იხარჯება”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები