spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პიტერ სტანო – სანქციებზე გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები კონსენსუსით იღებენ, როცა სხვა ვერაფერი მოიტანს სასურველ შედეგს

მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის აქტებს დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

 

სტანოს თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პროტესტის უფლება.

 

“საქართველოში რასაც ვხედავთ, არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნამდვილად შთამბეჭდავი მხარდაჭერა და სურვილი თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავლის, ევროპული გზის მიმართ. ჩვენ ნამდვილად მოველით, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება ასახავს ამ სურვილს და დემოკრატიის, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისადმი მათი მოსახლეობის მიჯაჭვულობას. ის, რაც ვიხილეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეში ხელისუფლების რეაგირების კუთხით, განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან, იყო ძალადობა და ჩვენ მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის აქტებს დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ. ეს არის სასტიკი ქმედებები. სასტიკი ქმედებები ჩვენ ასევე ვიხილეთ გასული ღამითაც. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამას. მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს პროტესტის უფლება, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სათანადოდ გამოიძიოს ყველა გადაცდომა და ძალადობა, თუ ეს ჩადენილი იქნა. ველოდებით, რომ ამაზე პასუხისმგებელი პირები სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს“, – განაცხადა სტანომ.

 

მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები კონსენსუსით იღებენ.

 

“ზოგადად, ის, რასაც ევროკავშირი გააკეთებს, არ არის ის, რისი გაკეთებაც სურს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, თუმცა ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში შექმნილ სიტუაციას. არაერთმა წევრმა სახელმწიფომ ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რას ფიქრობენ ამ სიტუაციაზე, განსაკუთრებით უცხოური ჩარევისა და ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით.

 

სანქციები არ არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის გადასაწყვეტი, სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები იღებენ, როდესაც ისინი მივლენ კონსენსუსამდე, რომ სხვა ვერაფერი მოიტანს სასურველ შედეგს. ჩვენ ჯერ მანდ არ ვართ. ბოლოს და ბოლოს, საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმედოვნებთ, ველოდებით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელიც აიღეს თავად, ნებაყოფლობით, როდესაც თავიანთი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსზე განაცხადი წარადგინეს“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

 

ოთხმა ევროპარლამენტარმა ჯოზეფ ბორელს მიმართა, შემუშავდეს სანქციები ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და იმ დეპუტატთა წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები