spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – 120-ზე მეტი რაკეტა დღეს უკრაინის წინააღმდეგ, ველოდებით მორიგ “სამშვიდობო” შემოთავაზებას

29 დეკემბერს მასიური თავდასხმის დროს რუსულმა ჯარებმა უკრაინის მიმართულებით 120-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, – ამის შესახებ “ტვიტერზე” უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.

 

“29.12.22. 120-ზე მეტი გაშვებული რაკეტა “ბოროტი რუსული სამყაროს” მიერ მთელ უკრაინაზე კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის მიზნით”, – წერს პოდოლიაკი.

 

პოდოლიაკის თქმით, კიევი ელოდება “სამშვიდობოების” შემდეგ წინადადებებს “მშვიდობიანი მოგვარების”, “რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების” და “პროვოკაციების არასასურველი” შესახებ.

 

დღევანდელი დილა უკრაინაში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშით დაიწყო. უკრაინელები გაფრთხილებული არიან სარაკეტო დარტყმის საშიშროების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის თქმით, მოსალოდნელია 100 რაკეტის რამდენიმე ტალღის გაშვება.

 

აფეთქებები უკვე გაისმა სხვადასხვა ქალაქში მათ შორის ოდესაში, დარტყმის შედეგად მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი აღარ მიეწოდება. ოდესაში 20-ზე მეტი რაკეტა ჩამოგდებულია.

 

აფეთქებების ხმა ისმის ხარკოვშიც.

 

რაც შეეხება კიევს, თავდასხმის შედეგად არის ნგრევა, არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვი, ჩამოგდებულია 16-ზე მეტი რაკეტა.

 

ამასთან, რაკეტების შემდეგ ოკუპანტებმა კიევზე დრონებით თავდასხმა დაიწყეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები