რუსეთი რაღაც მომენტში შურისა და სიძულვილის გამო, შემოვა თქვენთან და ყველაფერს დაანგრევს, ეს რუსეთის სურვილია. თუ არ მოინდომებთ ურთიერთობების გაწყვეტას რუსეთის პირობებზე, შემდეგ ის თავს დაგესხმებათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა და მას ომის გარეშე არსებობა არ შეუძლია.
“აგრესორი არის რუსეთის ფედერაცია და მას შეუძლია იარსებოს მხოლოდ ომის პირობებში მეზობელი ქვეყნების დანგრევით.
რუსეთი რაღაც მომენტში შურისა და სიძულვილის გამო, შემოვა თქვენთან და ყველაფერს დაანგრევს. ეს რუსეთის სურვილია. რუსეთის ფედერაცია არ გახლავთ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, პატივს სცემს ორმხრივ ხელშეკრულებას. მას უნდა, რომ მოიპოვოს, რაც შეიძლება მეტი და დაამციროს პარტნიორი ქვეყანა. თუ არ მოინდომებთ ურთიერთობების გაწყვეტას რუსეთის პირობებზე, შემდეგ ის თავს დაგესხმებათ”, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.