spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – არიან ქვეყნები, რომლებიც პერიოდულად საუბრობენ “მშვიდობაზე” და ამავდროულად ეძებენ შესაძლებლობას, მიაწოდონ რუსეთს ის, რაც მას რაკეტებისთვის სჭირდება

სამწუხაროდ, არიან ქვეყნები, რომლებიც პერიოდულად საუბრობენ “მშვიდობაზე” და ამავდროულად ეძებენ შესაძლებლობას, მიაწოდონ რუსეთს ის, რაც მას რაკეტების ასაშენებლად სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტმა უნდა დაბლოკოს რუსეთის შესაძლებლობა ტექნოლოგიურ პროდუქტთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს გვერდი აუაროს.

 

“არიან ქვეყნები, რომლებიც კვლავ ეხმარებიან აგრესორს მიიღონ ის, რაც სჭირდება ახალი რაკეტების ასაგებად. ქვეყნები, რომლებიც პერიოდულად ცინიკურად და თვალთმაქცურად იყენებენ სიტყვას “მშვიდობას“, ეძებენ შესაძლებლობას უზრუნველყონ მტრის შუამავლობა სხვადასხვა ტექნოლოგიებისა თუ ორმაგი დანიშნულების პროდუქტების შესყიდვაში.

 

ჩვენ გვაქვს მაკფოლ-ერმაკის სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის ოფისთან, რომელიც დაკავებულია უკვე შემოღებული სანქციების და მათი გვერდის ავლის შესაძლებლობის ანალიზით. ეს ანალიტიკური პროდუქტები გადაეცემა ჩვენს ევროპულ პარტნიორებს კომისიებში, რომლებიც სწავლობენ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლით დამატებით შესაძლებლობას“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს რაკეტების წარმოებას, თუმცა ეს სულაც არ არის ის რაოდენობა, რაც ადრე იყო, რადგან დღეს მტერი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე წარმოება შეუძლია.

 

“რუსეთს სურს ჰქონდეს გაჭიანურებული კონფლიქტი, მაგრამ ძალიან დაბალი ინტენსივობის. იმიტომ, რომ მას არ აქვს რესურსი მაღალი ინტენსივობის გაჭიანურებული კონფლიქტისთვის. არც ერთი და არც მეორე არ არის ჩვენთვის სასარგებლო. მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: რუსეთს არ აქვს შეუზღუდავი რესურსები. რუსეთს ასევე აქვს უზარმაზარი პრობლემები რესურსებთან დაკავშირებით, რადგან ქვეყნები თანდათან უარს ამბობენ მათი საშუალებით სხვადასხვა პროდუქციის შეძენის შესაძლებლობაზე“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები