spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას უწოდებს კრემლი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას თავის დოკუმენტებში

პუტინის განკარგულება “რთული გადაწყვეტილებების“ პირობებში ყაჩაღობის ლეგალიზაციის მცდელობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

 

“ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას უწოდებს კრემლი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას თავის დოკუმენტებში: “სპეციალურ ოპერაციას“, “კონტრტერორისტულ ზომებს” თუ “საომარ მდგომარეობას”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

მისი თქმით, უკრაინა უკვე რვა თვეა, რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის მდგომარეობაშია და დანარჩენი ყველაფერი რუსი ტელემაყურებლისთვის სიტყვების თამაშია.

 

“პრაქტიკული თვალსაზრისით, გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ როგორც რუსეთის უშიშროების ძალების მიერ უკრაინელებისთვის ქონების ჩამორთმევის ლეგალიზების მცდელობა მოახლოებულ “რთულ გადაწყვეტილებებამდე“. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას: კრემლში გაიმარჯვა არა “ომის პარტიამ”, არამედ “მოროდიორების პარტიამ”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში 20 ოქტომბერს შევა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები