spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – ძალიან მტკივნეულია, რომ ოფიციალური საქართველო ლაპარაკობს და რუსეთის ხმა ისმის მის საუბარში

ძალიან მტკივნეულია, რომ ოფიციალური საქართველო ლაპარაკობს და  რუსეთის ფედერაციის ხმა ისმის მის საუბარში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, უცნაურია, საქართველომ საზღვარი გაუხსნა იმ ხალხს, რომელიც 2008 წელს მის დაჩოქებას ითხოვდა. 

 

“უკრაინისთვის ძალიან უცნაურია იხილოს ქვეყანა, რომელიც ზუსტად ისე დაზარალდა რუსეთის ექსპანსიისგან, იმ ჟანგიანი ტანკებისგან, რომელიც თქვენს ტერიტორიაზე კოლონებად მოდიოდნენ და რომლებსაც, ფაქტობრივად, განადგურება უნდოდათ საქართველოსი. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ ოფიციალური საქართველო ლაპარაკობს რაღაც “სირთულეებზე“, რაღაც “აუცილებლობაზე“, ისმის რუსეთის ფედერაციის ხმა მის საუბარში. ჩვენ ყველაფერი გვესმის,  კონტექსტი ჩვენ გვესმის ქართველი ხალხის.

 

თქვენც ხომ დაინახეთ, ახლა საქართველოს საზღვრებთან რუსეთიდან ლტოლვილები იყვნენ. გაიგეთ, ეს არ არის ხალხი, რომელიც მხოლოდ მობილიზაციისგან გარბოდა. ეს ხალხი 2008 წელს ტაშს უკრავდა და ყვიროდა, მოდით, მუხლებზე დავაყენოთ საქართველო და ქართველი ხალხი. ის ხალხი იყო ზუსტად დღეს თქვენს საზღვრებთან, თქვენ მიეცით მათ თქვენთან ქვეყანაში შემოსვლის საშუალება“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა. 

 

მისი თქმით, უკრაინა არ წააგებს ომს და ეს საქართველოს მთავრობასაც უნდა ესმოდეს. 

 

“ჩვენ დავიხოცებით და არ წავაგებთ. არ მივცემთ უფლებას, რომ რუსეთმა გვიკარნახოს ცხოვრების პირობები“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები