ირანში ღამით ძლიერი აფეთქებები მოხდა რიგ სტრატეგიულ ობიექტებზე, ომი მკვლელებს და მათ მოკავშირეებს მკაცრად სჯის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
“აფეთქებები ირანში: თვითმფრინავების და რაკეტების წარმოება, ნავთობის გადამუშავება. უკრაინამ უკვე გააფრთხილა.
ომის ლოგიკა დაუნდობელი და მომაკვდინებელია. ის მძიმე ანგარიშს უწესებს ავტორებს და თანამზრახველებს”, – წერს პოდოლიაკი.
ირანში გვიან ღამით სტრატეგიულ ობიექტებზე აფეთქებები მოხდა.