spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – რუსეთთან ომში უკრაინის ჯარების ყოველდღიური დანაკარგი 100-დან 200 ადამიანამდე შეადგენს

რუსეთთან ომში უკრაინის ჯარების ყოველდღიური დანაკარგი 100-დან 200 ადამიანამდე შეადგენს, – ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

 

დიდი დანაკარგების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პოდოლიაკმა უკრაინის და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს შორის თანასწორობის ნაკლებობა დაასახელა. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება ასობით და არა „ერთი მუჭა“ ყველაზე ძლიერი საარტილერიო სისტემები, რაც დასავლეთს შეუძლია რომ მისცეს. მტრის საცეცხლე ძალასთან თანასწორობისთვის და უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისთვის, პოდოლიაკის თქმით, საჭიროა 300-მდე სარაკეტო სისტემა.

 

მისივე თქმით, „სანამ რუსეთი სერიოზულ სამხედრო დამარცხებას არ განიცდის, დიალოგის არანაირი ფორმა არ იქნება შესაძლებელი და ისინი გააგრძელებენ ქვეყნის ნაწილის ხელში ჩაგდების მცდელობას“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები