უკრაინა პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ტანკებს მიიღებს. ვარშავამ და ლონდონმა შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
“ეს უდავოა. არსებითად უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები. რაოდენობაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. აშკარაა, ომის ლოგიკა მივყავართ იქამდე, რომ ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო იარაღს”, – განაცხადა პოდოლიაკმა “ამერიკის ხმასთან”.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთი უკრაინისთვის Challenger 2-ის ტანკების გადაცემას განიხილავს, თუმცა ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს ტანკების გადაცემის შესახებ ჯერ არ გამოუცხადებიათ.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შეთანხმდა “ლეოპარდის” ტანკების უკრაინისთვის გადაცემა, მაგრამ საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში.