spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – უკრაინას სრული დაცვისთვის 12-მდე Patriot სჭირდება

უკრაინის მთელი ტერიტორიის დასაცავად, საჰაერო ძალებს  10-12 “პატრიოტის” საზენიტო სარაკეტო სისტემა სჭირდებათ, – ამის შესახებ The Guardian-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

 

“რუსული ტაქტიკა ნათელია: ისინი იყენებენ უპილოტო თვითმფრინავების მასიურ შეტევებს ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების დასაძლევად და პარალელურად მათ შეუძლიათ გამოიყენონ ბალისტიკური რაკეტები ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

როგორც მან აღნიშნა, უკრაინას აკლია თანამედროვე საზენიტო სისტემები, როგორიცაა “პატრიოტი”. მათ შეუძლიათ ახალი თაობის რუსული რაკეტების ჩამოგდება, როგორიცაა “ონიქსი” და “კინჟალი”.

 

“ამ სისტემების დეფიციტის გამო, ჩვენ ვერ ვფარავთ ქვეყნის ყველა ნაწილს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

 

პოდოლიაკის თქმით, უკრაინას სჭირდება 10-12 “პატრიოტის” ან მსგავსი სისტემა, რათა შეძლოს მთელი ქვეყნის დაცვა.

 

მისივე თქმით, ოდესაზე ბოლო დარტყმებმა აჩვენა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება სწორი იყო როგორც ეკონომიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით.

 

”ამ ყველაფრის მოგვიანებით გამოსწორება ბევრად უფრო ძვირი იქნება, ვიდრე “პატრიოტის” სისტემით უზრუნველყოფა სამხრეთის დასაცავად”, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

 

ამჟამად უკრაინას “პატრიოტის” ორი სისტემა აქვს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები