spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – ვითარება ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით არის აღმაშფოთებელი

ვითარება ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით არის აღმაშფოთებელი. ეს არის მცდელობა, ითამაშო რუსეთის მხარეს, ასე ვთქვათ, კოჭი გაუგორო რუსეთს. რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ სააკაშვილისთვის და დაემცირებინათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განსაკუთრებით პრორუსული პოზიციის დაკავება.

“საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განსაკუთრებით პრორუსული პოზიციის დაკავება. უკრაინის მოქალაქის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის დაკავება გახლავთ პრორუსობის ერთ-ერთი გამოვლინება. ეს არის დაუშვებელი ჩვენს ჰუმანიტარულ საუკუნეში.

ტოჩინსკი და მოდნა პირდაპირ მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ დარღვეულიყო ადამიანის უფლებები, არ დაზიანებულიყო სააკაშვილის ჯანმრთელობა. ისინი ეუბნებოდნენ, რომ უკრაინას გადასცემოდა თავისი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.

ვითარება ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით არის აღმაშფოთებელი. ეს არის მცდელობა, ითამაშო რუსეთის მხარეს, ასე ვთქვათ, კოჭი გაუგორო რუსეთს.

რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ სააკაშვილისთვის და დაემცირებინათ. წამებისა და წვალების გავლით იყო ის. სასურველი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ან გადაცემა მესამე ქვეყნისთვის”, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა “ფორმულას” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები