spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლიანსკი – გაიხსენეთ ეს სიტყვები, როდესაც ჩვენი დასავლელი კოლეგები გამოვლენ ამ ტრიბუნასთან აგვისტოს ომზე სასაუბროდ

გაეროში, რუსეთის ელჩის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს ომზე საუბრისას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება წაიკითხა.

“ყოველ წელს ჩვენ გვაკვირვებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალური სურვილი, რომ განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 2008 წელს. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ჰგავს მაზოხისტურ ქმედებებს.

მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, უბრალოდ წარმოგიდგენთ საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებას. ციტატა შემდეგია: „ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე” – ციტატის დასასრული.

გაიხსენეთ ეს სიტყვები, როდესაც ჩვენი დასავლელი კოლეგები გამოვლენ ამ ტრიბუნასთან სასაუბროდ”, – განაცხადა პოლიანსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები