spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

Politico – აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს, რომელიც ჩვეულებრივზე დიდი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს, ის ჩვეულებრივზე დიდი იქნება, – ამის შესახებ Politico წერს.

 

გამოცემის ცნობით, ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების ჩვეულებრივზე დიდ პაკეტს ამზადებს. ეს პაკეტი მოიცავს ჯავშანტექნიკას, საარტილერიო სისტემებსა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს.

 

”აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ჯერ კიდევ აგრძელებს სამუშაოებს პოტენციურ ახალ ტრანშზე, მაგრამ მათ სურთ, რომ ის მალე მომზადდეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს ათობით მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას კიევისთვის”, – აცხადებენ ოფიციალური პირები, რომლებმაც ანონიმად დარჩენა ისურვეს.

 

“პაკეტი, რომელზეც პენტაგონი ამჟამად მუშაობს, მნიშვნელოვნად აღემატება 300 მილიონი დოლარის უახლეს ტრანშს. სავარაუდოდ, ეს იქნება ჯავშანტექნიკა, ბრედლის საბრძოლო მანქანები. აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაკეტში ასევე უნდა შედიოდეს ძველი ჰამერები და M113 ჯავშანტრანსპორტიორები, ასევე რაკეტები”, – წერს Politico.

 

პენტაგონის წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები