spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

Politico – ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს

ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს. ეს იქნება პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და მის ანტიდასავლურ რიტორიკაზე, – წერს Politico.

გამოცემის ცნობით, ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელმა დაადასტურა. მისი თქმით, თუ პარტია “ქართული ოცნება“ გააგრძელებს ავტორიტარულ კურსს, რეაგირების ყველა ვარიანტია შესაძლებელი, “ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციური დროებითი შეჩერების ჩათვლით“.

“ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულება, კერძოდ, ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის პრევენცია“, – განაცხადა მან.

Politico-ს ცნობით, შესაბამისი გადაფასება განხორციელდება “იმ მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც საფრთხეს უქმნის შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებას”.

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 2017 წლიდან სარგებლობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები