კარგი ამბებია თბილისისთვის – ევროკომისია რეკომენდაციას მისცემს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა ლიდერებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, – ამის შესახებ გამოცემა Politico ევროკავშირის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა წერს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისრები დღეს იმ ათი ქვეყნის პროგრესის განსახილველად შეიკრიბებიან, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.