spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლიტოლოგი – აშშ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის სკანდალში ოფიციალურად არ ჩაერევა

კიევი: აშშ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის სკანდალში ოფიციალურად არ ჩაერევა, – ამის შესახებ Front News-ს უკრაინის პოლიტკონსულტანტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეი ბოდროვმა განუცხადა.

“საერთაშორისო კანონმდებლობის თვალსაზრისით, ამერიკელები სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაში ჩარევას ვერ შეძლებენ. თუ ჩაერევიან, ეს მოხდება აბსოლუტურად დახურული არხებით. ის, რომ პოროშენკომ ასეთ ბრძანებას ხელი მოაწერა, უკვე ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ღიად ან რაღაც მინიშნებით მან აშშ-სგან ამ ნაბიჯზე თანხმობა მიიღო”, – აღნიშნა მან.

 

პოლიტილოგის თქმით, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იმის სიგნალია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა შესაძლოა, აშშ-ში თავისი მფარველების მხარდაჭერა დაკარგა.

 

“პოლიტიკური ელიტისთვის, რომელიც დიდ იმედებს ამყარებდა სააკაშვილზე საპარლამენტო არჩევნებში, მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა. ამ ყველაფერში ორი სავარაუდო სქემა მოიაზრება, ოკეანს მიღმა ან ვერ დაიცვეს სათანადოდ მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოსგან ან კიდევ პირიქით, თავად იზრუნეს მის ჩამოშორებაზე. შესაბამისად სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პროექტის ინვესტირება საკმაოდ სარისკო იქნება”, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს მის მიერვე 2015 წლის მაისში მინიჭებული მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები