spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლიტოლოგი – უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილისგან ოპოზიციის ლიდერს ქმნის

მიუნჰენი: ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისგან უკრაინის ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერს ქმნის, ამის შესახებ  Front News-ს პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა სტანისლავ ფედორჩუკმა განუცხადა.

 

“სააკაშვილის დაკავება პოლიტიკური დრამის მორიგ აქტს მაგონებს, რომელშიც უკრაინის ხელისუფლება საკუთარი ხელით სააკაშვილისგან ოპოზიციის ლიდერს ქმნის”, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილის და გაქცეული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის თანამშრომლობა ეჭვის ქვეშ დგას.

 

“მეორე მნიშვნელოვანი მომენტია – გენერალური პროკურორი ავრცელებს მონაცემებს თითქოს სააკაშვილის კურჩენკოსთან, იანუკოვიჩთან რაღაც შეთქმულებაზე საუბრობს და ყვება უკრაინის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სააკაშვილის იანუკოვიჩის ოჯახთან თითქოსდა თანამშრომლობის ფაქტის გამოძიების საკითხში უკრაინის პროკურატურას ძალიან ეხმარებიან. ჩნდება კითხვა, რატომ ვვომობთ აქამდე რუსეთთან, თუ ასეთი რუსი უკრაინელები ეხმარებიან უსაფრთხოების სამსახურს, რატომ ვერ გავიმარჯვეთ ჯერ კიდევ?”, – განაცხადა ფედორჩუკმა.

 

მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დილით დააკავეს, თუმცა მისმა მხარდამჭერებმა სპეცრაზმს “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერის წაყვანის საშუალება არ მისცეს, რამდენიმე საათიანი ბლოკირების შემდეგ კი ის მიკროავტობუსიდან გამოიყვანეს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები