spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლიცია კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ექიმს ეძებს, რომელმაც კლინიკის ხელმძღვანელს ესროლა

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში სროლა იყო. დაპირისპირება კოლეგებს შორის მოხდა.

 

როგორც Front News-ს შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განუცხადეს, ექიმმა თ.ბ-მ დაწესებულების ხელმძღვანელს, გენერალურ დირექტორს, დერმატო-ვენეროლოგ გიორგი გალდავას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით, ხელისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

 

დაჭრილ ექიმს ოპერაცია უტარდება, ასევე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დაჭრაში ბრალდებულის დაკავების მიზნით.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები