სამართალდამცველებმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები დააკავეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი.
დაკავების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში რამდენიმე საათის წინ პოლიცია იყო შესული. ადგილზე მიმდინარეობდა ჩხრეკა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნივთები.