spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პოლიციამ “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა

პოლიციამ “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა.

სორდია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს და მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

“პოლიციამ დააკავა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია. როგორც პრესსამსახურმა მითხრა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. გადაყვანილია დიღმის იზოლატორში. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ველოდებით, რომ ადვოკატი შევიდეს და გავიგოთ, რა მოხდა. მეგობრებს უნდა შეხვედროდა, მათ ნახეს საბას კუთვნილი დაგდებული სკუტერი და ასე გავიგეთ მისი დაკავების ამბავი”, – წერს “ინდიგოს” აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები