spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლიციამ ნიკა გვარამია ძალის გამოყენებით დააკავა და მანქანით გათიშულ მდგომარეობაში გადაიყვანა

პოლიციამ ნიკა გვარამია ძალის გამოყენებით დააკავა და მანქანით გათიშულ მდგომარეობაში გადაიყვანა.

ნიკა გვარამია პოლიციისგან პარტია “დროას” ოფისში შეშვებას და ჩხრეკის დროს დასწრებას მოითხოვდა, როგორც იურისტი, რაზეც უარი უთხრეს.

გვარამია პოლიციელებისგან იურიდიულ დასაბუთებას მოითხოვდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურად გადაიზარდა.

ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ნიკა გვარამია უგონო მდგომარეობაში მანქანაში ჩასვეს, თუმცა სად გადაიყვანეს ჯერ უცნობია.

მალევე პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაიაც დააკავეს. დაკავების დროს მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დღეს შსს ერთდროულად რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში ჩხრეკის მიზნით შევიდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები