spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პოლიციამ შსს-ს ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანებისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1995 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სახე სპეციალური ნიღბით ჰქონდა დაფარული, მიმდინარე წლის 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და იგი თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები