spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლონეთი 45 რუს დიპლომატს ჯაშუშობაში ადანაშაულებს და ქვეყნიდან აძევებს

ვარშავაში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც შიდა უსაფრთხოების სააგენტომ რუსილ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული 45 რუსი დიპლომატის ვინაობა დაადგინა.

 

პოლონური მედიის ცნობით, შიდა უსაფრთხოების სააგენტო პოლონეთიდან 45-ვე ადამიანის გაძევებას მოითხოვს.

 

“მასალები ადასტურებს, რომ იდენტიფიცირებული თანამშრომლების და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობა ემსახურება რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის მიზნებს, რომლებიც მიმართულია პოლონეთისა და მისი პარტნიორების სტაბილურობის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა მინისტრის პრესსპიკერმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები