პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება.
“პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისა და ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის ნიკა გვარამიას განაჩენის გამო.
გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში”, – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.