spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ მოუწოდებს.

 

რეზოლუციის პროექტი სეიმის პრეზიდიუმმა წარადგინა და სხდომაზე სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ მალგოჟატა გოშევსკამ წაიკითხა. რეზოლუციას ხმა მისცა 438-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 8 იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

 

რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მისცეს საშუალება მიხეილ სააკაშვილს, გაიაროს აუცილებელი მკურნალობა.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ექიმის რეკომენდაციით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება დაუყოვნებლივი სპეციალიზებული მკურნალობა, რაც შეუძლებელია საქართველოში შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების არარსებობის გამო.

 

“პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელონ ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით, რომელთა თანახმადაც, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება უმაღლესი ღირებულებაა და მოუწოდებს, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ მიხეილ სააკაშვილს აუცილებელი სპეციალიზებული მკურნალობა, რომელიც შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მეგობართა საერთაშორისო თანამეგობრობას სოლიდარობისკენ და მტკიცე ქმედებებისკენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები