spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლონეთმა კალინინგრადის ოლქის სახელწოდება ოფიციალურად შეცვალა

პოლონეთის ფარგლებს გარეთ გეოგრაფიული სახელების სტანდარტიზაციის კომისიამ, რომელიც ქვეყნის მთავარი გეოდეზიური სამსახურის დაქვემდებარებაში მოქმედებს, გადაწყვიტა, რომ კალინინგრადს სახელი შეეცვალოს პოლონური სახელწოდებით Królewiec (კროლევიეცი), – წერს გამოცემა Rzeczpospolita.

 

2023 წლის 9 მაისიდან პოლონეთი კალინინგრადის ოლქს ოფიციალურად პოლონური სახელწოდებით მოიხსენიებს. 

 

“იმ ფაქტს, რომ პოლონეთის საზღვრებთან მახლობლად დიდ ქალაქს ეწოდა კალინინის სახელი, კრიმინალის, რომელიც პასუხისმგებელია, სხვა საკითხებთან ერთად, პოლონელების მასობრივი მკვლელობის (კატინის ხოცვა-ჟლეტა) გადაწყვეტილების მიღებაზე, პოლონეთში ემოციური, ნეგატიური ხასიათი აქვს“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

 

კომისიის განცხადებით, ქალაქის ამჟამინდელი რუსული სახელწოდება არის რუსული სიმბოლური სივრცის ელემენტი.

 

“უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული მოვლენები, ე.წ. “რუსული სამყაროს” დაწესება, რუსეთის საინფორმაციო ომის წარმართვა გვაიძულებს სხვაგვარად შევხედოთ დაწესებული სახელების საკითხს“, – აცხადებენ კომისიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები