spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პოლონეთმა საქართველოს ძალოვანი უწყების 8 მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესა

პოლონეთმა საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი ძალოვანი უწყების 8 მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, – ინფორმაციას პოლონეთის საელჩო საელჩო ავრცელებს.

დასანქცირებულების ვინაობა უცნობია.

“საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ გაძლიერებული რეპრესიების საპასუხოდ, პოლონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ქართული ძალოვანი უწყებების 8 მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე.

პოლონეთი მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის პროევროპულ მისწრაფებებს”, – წერს საელჩო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები