პოლონეთმა უკვე გადასცა უკრაინას თავისი რამდენიმე MiG-29 გამანადგურებელი, თუმცა მათი რაოდენობა არ სახელდება.
“უკრაინაში უკვე ჩავიდა რამდენიმე ერთეული MiG-29”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოლონურ მედიასთან.
მისივე თქმით, საუბარი იქნება სამომავლო მხარდაჭერაზეც.
ადრე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინისთვის ოთხი MiG-29 თვითმფრინავის გადაცემის შესახებ განაცხადა.
ამასთან, უკრაინამ სლოვაკეთიდან MiG-29 უკვე მიიღო. მედიის ცნობით, ისინი უკვე იცავენ უკრაინის ცას ხარკოვის თავზე.
პოლონეთსა და სლოვაკეთში აღნიშნავენ, რომ უკრაინისთვის MiG-29-ების მიწოდებით, სურთ მაგალითი მისცენ სხვა პარტნიორებს, რომ უკრაინელებს თვითმფრინავების გაგზავნა სჭირდებათ.