spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სავარაუდოდ, სამი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა

პოლონეთში, პოზნანის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ, საქართველოს სამი მოქალაქე დაიღუპა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსი, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა, ჯართის გადამზიდავ სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

 

ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.

 

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილები სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.

 

მომხდარის გარემოებები ზუსტდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები