პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, კვირას საღამოს ვისკოკში BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი მამაკაცი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა.
საქართველოს 44 წლის მოქალაქე, რომელიც მძღოლი იყო და მისი მგზავრი, რომლის ვინაობა ამ დრომდე უცნობია, ადგილზე დაიღუპნენ.
პოლიციის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.