spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლონეთში იმუნიზაცია თითქმის ყველა სექტორში დასაქმებული პირებისთვის სავალდებულო ხდება

პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება ჯანდაცვისა და ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული პირებისთვის, ასევე – პოლიციასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულებისთვის, საჯარისო შენაერთებისთვის, მეხანძრე-მაშველებისთვის და საგანმანათლებლო სექტორისთვის. 

 

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ადამ ნიეზილსკის განცხადებით, მომავალი წლის 1 მარტიდან ყველა დამსაქმებელს კოვიდსტატუსის მიხედვით მოუწევს გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პირის სამსახურში დატოვების ან თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე. 

 

ასევე, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დამატებითი კოვიდრეგულაციები 15 დეკემბრიდანაც ამოქმედდება, დაიკეტება ღამის კლუბები, ხოლო რესტორნები და ბარები ნაწილობრივ შეძლებენ ფუნქციონირებას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები