spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, დღეს სეიმის 460 წევრს (ქვედა პალატა) და 100 სენატორს (ზედა პალატა) აირჩევენ.

 

პოლონეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. გამოკითხვების მიხედვით, პოლონეთში ხუთი პოლიტიკური ძალა ლიდერობს. პარტიებისთვის ბარიერი ხმების 5%-ია, ბლოკებისთვის – 8%.

 

ბოლო მონაცემებით, პოლონეთში ლიდერია კონსერვატიული პარტია “კანონი და სამართლიანობა”, რომლის ხელმძღვანელი იაროსლავ კაჩინსკია. პარტია ხელისუფლებაში 2015 წლიდან იმყოფება და ქვეყნის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ასევე მისი კანდიდატია. სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, პარტიას 31-დან 37%-მდე აქვს.

 

მისი მთავარი კონკურენტია ცენტრისტული სამოქალაქო კოალიცია. მას ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროსაბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს. საშუალო რეიტინგი – 30%.

 

პარლამენტში ასევე, სავარაუდოდ, შევლენ: ცენტრისტული ბლოკი “მესამე გზა“ (11%), მემარცხენე პარტიების კოალიცია და ულტრამემარჯვენე კონფედერაცია (თითოეული 10%).

 

“კანონი და სამართლიანობა” თავის პოლიტიკურ კამპანიაში ხაზს უსვამდა სტაბილურობასა და ტრადიციებს. “სამოქალაქო კოალიცია“ ამომრჩეველს ჰპირდებოდა ბრიუსელთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, შემოსავლების გაზრდას და ინვესტიციებს განათლებასა და ჯანდაცვაში. წინასაარჩევნოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის იყო რეალური ბრძოლა. ოპონენტები ერთმანეთს არა მარტო კონკურენტებს, არამედ მტრებსაც უწოდებდნენ.

 

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, რეფერენდუმი გაიმართება ოთხ საკითხზე: სახელმწიფო ქონების უცხოელებზე მიყიდვა, საპენსიო ასაკის მატება, კედელი პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე და ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან არალეგალური იმიგრანტების მიღება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები