გუშინდელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად პოლტავაში დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. ახლა უკვე ცნობილია 12 მსხვერპლის შესახებ, მათ შორის ორი ბავშვია, – ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, პოლტავაში რუსული ავიაციის იერიშის შედეგად დაშავებულია 17 ადამიანი, მათგან ოთხი ბავშვია.
“გადარჩენილია 22 ადამიანი”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
რუსებმა უკრაინის ქალაქებს, მათ შორის პოლტავას პირველი თებერვლის დილას რაკეტებით და დრონებით დაარტყეს.