spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლტავაში რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი კიდევ იყოს

3 სექტემბრის დაბომბვის შემდეგ პოლტავაში დაღუპულთა რიცხვი 54 ადამიანამდე გაიზარდა. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ხალხი ისევ იყოს, – ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

“პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. კიდევ 297 ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშ შეიძლება კიდევ 5-მდე ადამიანი იყოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების კომპონენტის გათვალისწინებით გრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები